კომპანიის შესახებ
განხორციელებული ოცნებები, შექმნილი სივრცეები
კომპანიის შესახებ
განხორციელებული ოცნებები, შექმნილი სივრცეები
ჩვენს შესახებ
Biota — ეს არის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც 2017 წლიდან ქმნის სანდო და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეებს თბილისში.
ჩვენ ვაშენებთ არა მხოლოდ კედლებს, არამედ გარემოს, სადაც ადამიანებს სურთ ცხოვრება, განვითარება და სიმშვიდის პოვნა.
მთავარი ღირებულება ჩვენი თითოეული პროექტის უკან არის ფუნქციურად მაქსიმალურად გათვლილი ბინები – შედარებით მცირე ზომის, მაგრამ ეფექტურად გადანაწილებული სივრცითა და მყუდრო აივნებით, რაც ჩვენს კლიენტებს განსაკუთრებულად მოსწონთ.
დღემდე უკვე დასრულებული გვაქვს ორი საცხოვრებელი კომპლექსი, ხოლო მიმდინარე პროექტში გათვალისწინებულია:
304 ბინა
კომერციული და საოფისე ფართები
ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი
ჯამში, ჩვენი სამი პროექტი მოიცავს დაახლოებით 800 საცხოვრებელ ერთეულს.
ჩვენი მიზანია განვავითაროთ ქალაქი ხარისხიანი არქიტექტურით, ენერგოეფექტური მიდგომებით და ცხოვრების თანამედროვე სტანდარტებით.
მისია
ბიოტას მისიაა შექმნას ფუნქციურად გამართული, კომფორტული და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი გარემო, რომელიც ეხმიანება თანამედროვე ქალაქური ცხოვრების მოთხოვნებს.
ჩვენ ვაშენებთ ისეთ სივრცეებს, სადაც თითოეულ კვადრატულ მეტრს აზრი აქვს, ხოლო არქიტექტურა ემსახურება ადამიანების ყოველდღიურ სიმშვიდეს, კომფორტსა და სტაბილურობას.
ხედვა
ბიოტას ხედვაა გახდეს ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ცნობილია ხარისხით, სანდოობითა და ციფრულად გააზრებული ურბანული განვითარების მიდგომებით.
ჩვენ გვინდა დავტოვოთ ხანგრძლივი დადებითი კვალი თბილისის ურბანულ სივრცეში — პასუხისმგებლობით, ესთეტიკით და ადამიანზე ორიენტირებული არქიტექტურით.